"ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი მრევლის ნაწილი აცხადებს, რომ მათ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან კითხვები აქვთ" - კვირის პალიტრა

"ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი მრევლის ნაწილი აცხადებს, რომ მათ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან კითხვები აქვთ"

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. მათ კითხვები აქვთ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ამის პარალელურად ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, მას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

"ინტერპრესნიუსი"