"ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო" - რას წერს მაკა რაზმაძე ყიფშიძეების ოჯახის გასაჭირზე?
"ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო" - რას წერს მაკა რაზმაძე ყიფშიძეების ოჯახის გასაჭირზე?
ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში.

"მეგობრებო,განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.
სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და
ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე.
იქნებ შევძლოთ დახმარება!ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას", - წერს
მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ქართუ ბანკს
09 მარტი 2021 10:51
ძალიან გულსატკენია ზურა ყიფშიძის ოჯახის მდგომარეობა . ის დიდი მსახიობია და არ შეიძლება მისი ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდეს. მითუმეტეს ,წინ გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მაგალითი( ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი შედეგისგან).ეხლა მივმართავ ქართუ ბანკს: მაინტერესებს, სალომე გოგიაშვილს უფრო მეტი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, თუ ზურა ყიფშიძეს? სამარცხვინოა, როცა ადამიანებს ყოფთ პირადი შეხედულებით. მოგოწოდებთ: გადაურჩინეთ საქართველოს ზურა ყიფშიძე!
nino
09 მარტი 2021 01:10
ramdenma ar icis puli sad caigos sakartveloshi,daexmaret am nichier adamians.

რუბრიკის სხვა სიახლეები