ანა დოლიძეს შვილი შეეძინა - კვირის პალიტრა

ანა დოლიძეს შვილი შეეძინა

ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოს გოგონა შეეძინა. სასიხარულო ამბავი სოციალური ქსელით მისმა მეგობარმა ამცნო საზოგადოებას.

ანამ  ორსულობის შესახებ ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ და მან ასევე საიდუმლოდ დატოვა თუ ვინ არის მისი მეორე შვილის მამა.

"საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას. არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია, იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ იქნებ გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო - ასე მსჯელობს" - აღნიშნა ანამ.

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე