"მალე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში...." - როგორია ბერა ივანიშვილის სამომავლო გეგმები? - კვირის პალიტრა

"მალე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში...." - როგორია ბერა ივანიშვილის სამომავლო გეგმები?

ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ტელეკომპანია "იმედთან" ისაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერები 2011 წლის არის და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას არის გაკეთებული. მან არ დააკონკრეტა ჩანაწერები აუთენტურია თუ - არა.

ბერა ივანიშვილი თავის გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ "ნერვებს გაუფრთხილდნენ!“

„ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლობლებისთვის - სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში, ან პროვოკაციაში. ამიტომ ორმაგი თავშეკავებულობა და სიძლიერე გვმართებს. ეს სათქმელად უფრო ადვილია, მაგრამ როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი. ის, რომელიც ჩემ ოჯახში უახლოესი ჩემი მეგობარია და არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირიად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში?“- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერამ ასევე ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე.

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე დუეტი. თანამშრომლობა იქაურ კარგ მუსიკოსებთან. უახლოეს მომავალში ვაპირებ, გააქტიურებას მუსიკალური მიმართულებით, იქნება ახალი კლიპები, სიმღერები და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ნამდვილებს გახარდებათ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.