"საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია"

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია, - ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერების დამკვეთებმა და შემსრულებლებმა დედის სიყვარული არ იციან.

"2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა, დღეს, ამ შავი პიარის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ - ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან - დედის სიყვარული. ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით და საზიზღრობებით. მიჩნდება კითხვა - სად იზრდებიან ეს ადამიანები? რაზე აქვთ პროტესტი მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არა მარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა. მით უმეტეს, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილი თავის გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ "ნერვებს გაუფრთხილდნენ!"

"ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლობლებისთვის - სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში, ან პროვოკაციაში. ამიტომ ორმაგი თავშეკავებულობა და სიძლიერე გვმართებს. ეს სათქმელად უფრო ადვილია, მაგრამ როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი. ის, რომელიც ჩემ ოჯახში უახლოესი ჩემი მეგობარია და არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირიად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში?"- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა განმარტა, ფრაზაზე "ტრი, ტრი, ტრი".

"ტრი - ტრი" საიდან გაიგეს საერთოდ არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმ ძალიან კარგად იცის ფრანგული და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ არ ვიძახი "ტრი, ტრი"-ს ვიძახი "ანტუნიი". "ტრი, ტრი" საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.