"ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ" - როგორ ეხმაურებიან ბერა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში
"ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ" - როგორ ეხმაურებიან ბერა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში
მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

"მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც",- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

შეგახსნებეთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე
კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს,
რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

გოგი გვა­ხა­რია, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი:
"დედა გიყ­ვარს?" (ავ­ლი­პი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი)

"დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო არა ბერა, არა­მედ მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი და მისი თხოვ­ნა, გვი­ამ­ბოს ბე­რამ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ამ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მა ეგ უფ­როა, ვიდ­რე ბერა. ამა­ზე მარ­თლა არ მყოფ­ნის იუ­მო­რი, ამ გუ­ლი­სამ­რევ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ გა­დის და არ გა­დის"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

- დაცვის სამსახურით ბლატაობ? გამოდი, ძმაო ერთი ერთზე?
- ერთი ერთზე რა, ჯიხვები ვართ?!
ეს ბაზარია, რა.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი:
სამაგიეროდ მას არ მოსთხოვს პასუხს არავინ, რადგან მართლმსაჯულების სისტემა მამამისმა ჩაიდო ჯიბეში.

ვახო სანაია, ჟურნალისტი:
ქოცებს ანტუნი ესმით, ნაცებს - ტრი.
ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ.

ელენე ხოშტარია, პოლიტიკური მოძრაობა" დროას" დამფუძნებელი:

"დედამისისას აჭმევენო რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრება ზურგს.
დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი ქოცი?
როგორ და რუსულად უნდა დაათვლევინო სამამდე და "რაზ, დვა, ანტონი" თუ თქვა, ეგაა.

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" წევრი:
როცა პიარშიკებს შენგან ძველი ბიჭი გამოყავთ. შენ კი მხოლოდ დედიკოს ბიჭი ხარ
ციკლიდან: არა შეჯდა მწყერი ხესა, [ყველამ იცით] გვარი მისი

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:
#ბერა❤
#არაჩანაწერებს
#არაზონდერჟურნალისტიკას
#მეუარესგიზამთ


სიმართლე
11 მარტი 2021 16:08
ძალიან მაინტერესებს,ბიუჯეტის ქურდი უგულავა 48 მილიონი ლარის მოპარვის შემდეგ ,ისევ პოლიტიკაში როგორ აპირებს მოსვლას?ადრე ნასამართლევ ადამიანს და ქურდს არავინ არ დანიშნავდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე,ახლა ყველაფერი მოსულა?მე რომ მომეპარა 48 მილიონი ,ვინმე მაპატიებდა?ან მელიამ რაც ჩაიდინა პირდაპირ ეთერში მე მაპატიებდნენ?რა თქმა უნდა არა.მაშინ დამიმტკიცეთ რითია ჩემზე უკეთესი ან უგულავა,ანდა მელია?კანონი ყველასათვის კანონია და ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი.მთავრობა რატომ აძლევს ამდენ უფლებებს ოპოზიციურ ძალებს,რომლებიც ქვეყანას მიექანებიან უფსკრულისაკენ.არავითარი რიგგარეშე არჩევნები ჩვენ არ გვჭირდება,ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრება.დავიღალეთ.როდემდე უნდა ვიაროთ სააკაშვილის,უგულავას,ბურჯანაძის,ბოკერიას,ნათელაშვილის,მელიას,გვარამიას და სხვა დესტრუქციული ოპოზიციონერების ჭკუაზე?30 წელია ესენი ურევენ ქვეყანას და ისევ ამათ როგორ უნდა ჩავაბაროთ ეს ქვეყანა?
11 მარტი 2021 15:25
პენსიონერ ღარიბაშვილსა აგინებენ დედის დღეს რვა მარტს და გაზაფხულისოსვლას ესე ულოცავენ რამ გაგაბოროტათ იმდენად კეთილშობილი შვილი გავზარდეთ ჭიანჭველას ფეხს არიდებს ჩვენ კი მი
თათკა
11 მარტი 2021 14:44
ბერას ვეთანხმები ყველაფერში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები