"ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ" - როგორ ეხმაურებიან ბერა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ" - როგორ ეხმაურებიან ბერა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

"მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც",- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

შეგახსნებეთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი: "დედა გიყვარს?" (ავლიპი ზურაბაშვილი)

"დღევანდელი საღამოს ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო არა ბერა, არამედ მაგდა ანიკაშვილი და მისი თხოვნა, გვიამბოს ბერამ თავისი შემოქმედებითი გეგმების შესახებ. ამ ქვეყნის პრობლემა ეგ უფროა, ვიდრე ბერა. ამაზე მართლა არ მყოფნის იუმორი, ამ გულისამრევ მოცემულობაზე, რომელიც არ გადის და არ გადის"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

- დაცვის სამსახურით ბლატაობ? გამოდი, ძმაო ერთი ერთზე?

- ერთი ერთზე რა, ჯიხვები ვართ?!

ეს ბაზარია, რა.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი: სამაგიეროდ მას არ მოსთხოვს პასუხს არავინ, რადგან მართლმსაჯულების სისტემა მამამისმა ჩაიდო ჯიბეში.

ვახო სანაია, ჟურნალისტი: ქოცებს ანტუნი ესმით, ნაცებს - ტრი.

ფრანგული ვინ იცით? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ.

ელენე ხოშტარია, პოლიტიკური მოძრაობა" დროას" დამფუძნებელი:

"დედამისისას აჭმევენო რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრება ზურგს.

დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი: როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი ქოცი?

როგორ და რუსულად უნდა დაათვლევინო სამამდე და "რაზ, დვა, ანტონი" თუ თქვა, ეგაა.

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" წევრი: როცა პიარშიკებს შენგან ძველი ბიჭი გამოყავთ. შენ კი მხოლოდ დედიკოს ბიჭი ხარ

ციკლიდან: არა შეჯდა მწყერი ხესა, [ყველამ იცით] გვარი მისი

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: #ბერა❤

#არაჩანაწერებს

#არაზონდერჟურნალისტიკას

#მეუარესგიზამთ

იხილეთ ასევე: "საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია"