"ბერასთან არ მაქვს პრეტენზია... გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?!"
"ბერასთან არ მაქვს პრეტენზია... გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?!"
მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია - გულდასაწყვეტია, გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ "ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით" - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სჯობდა ბერა ივანიშვილს კომენტარი არ გაეკეთებინა, რადგან ის ემოციებით საუბრობდა.

"სამწუხაროა, ჯობდა რომ კომენტარი არ გაეკეთებინა იმიტომ, რომ ის საუბრობ
და ემოციებით და ვინც ურჩია, რომ ასეთი ემოციებით ესაუბრა, კი ბატონო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ემოციები მისაღები იყოს და ვიღაცისთვის მიუღებელი, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ რისკებზე, ის არგუმენტაცია, რაც იყო მოყვანილი, ამ სახელმწიფოებრივი გაგებით რბილად, რომ ვთქვათ არ არის მისაღები. გულდასაწყვეტია, მე რაც მოვისმინე გამოხმაურებები
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის. იმიტომ, რომ შენ როდესაც მიდიხარ ასეთ გარჩევაზე იქ კი ბატონო, შეიძლება მშვიდობიანად დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ცუდად დამთავრდეს. არც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ, ჭკუის სწავლება უნდოდათ და შემოაკვდათ, ბოდიში რომ მოეხადა გირგვლიანს და თავი წაეხარა ისიც ცოცხალი იქნებოდა დღეს. ანუ რა ლოგიკას ავითარებენ?! რა მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა?! ის ხელისუფლებაც ამ ლოგიკით იყო, რომ - "შეაგინებდა აბა რა უნდა ექნა, გელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის მეუღლეს და აბა რა უნდა ექნა", იგივე ლოგიკაში გვსვამენ? გირგვლიანი იყო ჩვენი ბრძოლის დროშაზე აწეული, რომ ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი და თურმე ამ ლოგიკას გვიბრუნებენ ჩვენს სინამდვილეში?! მე ბერასთან არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია, მე პრეტენზია მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბერას შეუქმნეს ასეთი გარემო და ჩაჰყვირიან ყურში - "ბერა აბა რა, ყველაფერი მოსულა ბერა, აბა რა". სამწუხაროა ეს ყველაფერი მეტი არაფერი", - განაცხადა ხუხაშვილმა.


Avtandil LOLADZE
10 მარტი 2021 21:13
კარგით რა, მერაბიშვილს 2010 და 2011 წლებში ეს ჩანაწერები ჰქონოდა და ბიძინა ხელისუფლებაში მოვიდოდა კი არა არც დაასიზმრებდნენ. ეს ისეთი კომპრომატია, რიმ აგერ ხელისუფლებაში ხართ და ახლა ვერ ახერხებთ გააპრავოთ. მაშინ ვინ გაგიპრავებდათ. თან მას მერე რაც ბიძინამ ხელისუფლებაზე პრეტენზია წამოაყენა. ჰმ, სულ ცხვირ-პირში ურტყავდნენ ამ კომპრომატს. ვის აბოლებთ. ეს ხალხი თქვენ დებილები ხომ არ გგონიათ. ან კიდევ არასრულწლოვანის თვალთვალი როგორ შეიძლებაო, რა გვარამიას შვილებს არ უთველთვალებდნენ ეგენი, თუ დაგავიწყდათ.თუ არასრულწლოვანები არ არიან.
ნონი
10 მარტი 2021 15:58
1000% ბატონო გია. მისმა გარემოცვამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დრეს ეს სურატი მივიღეთ. "ყველაფერი მოსულა", "აბა რა". წინააღმდეგობის გაწევის მაგივრად უწონებდნენ ყველაფერს "უფლისწულს".
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები