"ბერასთან არ მაქვს პრეტენზია... გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?!" - კვირის პალიტრა

"ბერასთან არ მაქვს პრეტენზია... გულდასაწყვეტია, რაც მოვისმინე ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?!"

მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია - გულდასაწყვეტია, გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ "ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით" - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სჯობდა ბერა ივანიშვილს კომენტარი არ გაეკეთებინა, რადგან ის ემოციებით საუბრობდა.

"სამწუხაროა, ჯობდა რომ კომენტარი არ გაეკეთებინა იმიტომ, რომ ის საუბრობდა ემოციებით და ვინც ურჩია, რომ ასეთი ემოციებით ესაუბრა, კი ბატონო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ემოციები მისაღები იყოს და ვიღაცისთვის მიუღებელი, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ რისკებზე, ის არგუმენტაცია, რაც იყო მოყვანილი, ამ სახელმწიფოებრივი გაგებით რბილად, რომ ვთქვათ არ არის მისაღები. გულდასაწყვეტია, მე რაც მოვისმინე გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით - დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის. იმიტომ, რომ შენ როდესაც მიდიხარ ასეთ გარჩევაზე იქ კი ბატონო, შეიძლება მშვიდობიანად დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ცუდად დამთავრდეს. არც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ, ჭკუის სწავლება უნდოდათ და შემოაკვდათ, ბოდიში რომ მოეხადა გირგვლიანს და თავი წაეხარა ისიც ცოცხალი იქნებოდა დღეს. ანუ რა ლოგიკას ავითარებენ?! რა მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა?! ის ხელისუფლებაც ამ ლოგიკით იყო, რომ - "შეაგინებდა აბა რა უნდა ექნა, გელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის მეუღლეს და აბა რა უნდა ექნა", იგივე ლოგიკაში გვსვამენ? გირგვლიანი იყო ჩვენი ბრძოლის დროშაზე აწეული, რომ ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი და თურმე ამ ლოგიკას გვიბრუნებენ ჩვენს სინამდვილეში?! მე ბერასთან არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია, მე პრეტენზია მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბერას შეუქმნეს ასეთი გარემო და ჩაჰყვირიან ყურში - "ბერა აბა რა, ყველაფერი მოსულა ბერა, აბა რა". სამწუხაროა ეს ყველაფერი მეტი არაფერი", - განაცხადა ხუხაშვილმა.