"კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე, ორი ამიკო, ფაქო, თემო - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები? - კვირის პალიტრა

"კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე, ორი ამიკო, ფაქო, თემო - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

არქივი, 2021-03-11

დაახლოებით ორიოდე წლის წინ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერმა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ "ტელეიმედის" ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს მილიარდერის ვაჟმა არ უარყო ფარული ჩანაწერის ნამდვილობა და პირიქით, განაცხადა, რომ ვინც მას დედას შეაგინებდა, აუცილებლად პასუხს მოსთხოვდა. იგივე გაიმეორა მის მეგობრებზეც, რომლებიც მის მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, ადამიანებთან კონფლიქტში შედიოდნენ.

"როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი, რომ ის უახლოესი მეგობარი, ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე, რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივეს ვიზამ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში", - თქვა ბერა ივანიშვილმა.

ვინ არის ამიკო და რა იცის მასზე საზოგადოებამ?

ამიკო ჯანელიძე წლების წინ საკმაოდ პოპულარული რეპერი გახლდათ. მისი სიმღერა "მე არ დაგანებებ თავს", თინეიჯერებს განსაკუთრებულად მოსწონდათ. თუმცა რეპის სამყაროში ბერა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ძალიან მალე ამიკომ საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მილიარდერის შვილის სხვადასხვა პროექტებში დასაქმდა.

ამიკოს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. რეპერის ერთ-ერთი ვაჟი ცოტნე ივანიშვილის მეგობარია და ხშირად სტუმრობს ივანიშვილების სასახლეს. ამიკო ჯანელიძე ბერას მეჯვარე და შვილის, ბერუკას ნათლიაა. ამჟამად "ბლექსი არენას" დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. ის ყველგან თან ახლავს ბერა ივანიშვილს და დიდ დროს ატარებს შეკვეთილში ივანიშვილების რეზიდენციაში.

ამიკო ჩოხარაძე, თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი (ფაქო) - ბიჭები "რუსთავი 2"-დან

წლების წინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ისინი პირველები იყვნენ ვინც სკანდალურად დატოვეს "კომედი შოუს" გუნდი და ბერა ივანიშვილის სტუდიას შეუერთდნენ. შემდეგ იყო "ჯიდიესი", სადაც იუმორისტები საკმაოდ მაღალ ხელფასზე მუშაობდნენ და გადაცემების წამყვანებიც გახლდნენ. მეგობრობა წლები გაგრძელდა და ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა რომ "ჯიდიესის" დახურვის შემდეგ სხვადასხვა არხებზე არიან დასაქმებულები. სამივე იუმორისტს ბერას მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამის სთორიში ჰქონდათ გამოქვეყნებული.

ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი ლაშა ბასლანძე

ლაშა ბერას წლებია იცნობს. ის ჯერ კიდევ "ჯიდიესში" მუშაობდა, სადაც ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი გახლდათ. ამჟამად ლაშა სარესტორნო ბიზნესშია ჩართული და ზაფხულში ბათუმში ერთ-ერთ კლუბს ხელძღვანელობს, სადაც უცხოელ სტუმრებს მეგობარ ბერასთან ერთად არაერთხელ უმასპინძლა. გააგრძელეთ კითხვა