"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში შემოტანილ ვაქცინაზე - კვირის პალიტრა

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში შემოტანილ ვაქცინაზე

ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! გმადლობთ ჩვენო საერთაშორისო პარტნიორებო, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რითაც ის ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას ეხმიანება. მისივე თქმით, მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ კრიზისს სოლიდარობის გზით დაძლევს.

"წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და ამ კრიზისს სოლიდარობის მეშვეობით დაძლევს", – წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".