ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას? - კვირის პალიტრა

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

"რუსთავი 2"-ზე გადაცემა "მენტალური ომები" დაიხურა. არხი როგორც გადაცემას, ასევე წამყვანს დაემშვიდობა. გადაცემა, რომელიც ეთერში 21 თებერვალს უნდა გასულიყო, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემას ეხებოდა და წამყვანს ერთ-ერთ სტუმრად "გირჩი-მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი წევრი გიორგი ლომინაძე ჰყავდა მიწვეული.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გახმაურებული შემთხვევის შესახებ სიუჟეტები გავიდა ყველა ტელევიიზიის ეთერში. თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა გარდაცვლილის ბაბუაც, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება.

გადაცემაში გიორგი ლომინაძის სტუმრობა ქალთა მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს და "რუსთავი 2"-ს სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალური წერილითაც მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ანონსი მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა ეთერში, 21 თებერვალს აღნიშნული გადაცემა ეთერიდან მოიხსნა, ხოლო მოგვიანმებით გადაცემა საერთოდ მოიხსნა საეთერო ბადიდან.

გიორგი ლომინაძის ეთერში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება კი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემაზე დაწერილ სტატუსს მოჰყვა. იგი წერდა, რომ არ თვლიდა ამ საქმეში 24 წლის ბიჭს დამნაშავედ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ 14 წლის გოგონა უკვე ბიოლოგიურად სრულწლოვანი გახლდათ და სქესობრივი აქტიც ნებაყოფლობითი იყო. გააგრძელეთ კითხვა