"მეც კი წავიდოდი ჯარში, რომ შემეძლოს!... ვაჟკაცები "გირჩის" კარებთან აყუდებულან, მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი!" - კვირის პალიტრა

"მეც კი წავიდოდი ჯარში, რომ შემეძლოს!... ვაჟკაცები "გირჩის" კარებთან აყუდებულან, მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი!"

"ძალიან მძიმე სურათია, როდესაც საქართველოს მოქალაქე ლამაზი ვაჟკაცები გირჩის კარებთან აყუდებულან ათობით და ათასობით, მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი!"

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი.

ძალიან მძიმე სურათია, როდესაც საქართველოს მოქალაქე ლამაზი ვაჟკაცები გირჩის კარებთან აყუდებულან ათობით და ათასობით მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი! ჯარი მძიმეა,ძნელია,ჯოჯოხეთია, მაგრამ საჭიროა,აუცილებელია! მამა ჯარგამოვლილი მყავს! მეუღლე ჯარგამოვლილი მყავს და მეამაყებიან! ვაჟი თუ გვეყოლა ისიც ჯარში წავა ყოველგვარი კამათის გარეშე! სირცხვილია ახალგაზრდებო! არც განათლება გინდათ მიიღოთ და არც ჯარში გინდათ მსახური, ანუ არ გაინტერესებთ სამშობლოს გამოადგებით თუ არა?! ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი და ყველა თუ "გირჩის" წევრი გახდა კარგად გვექნება საქმე! სამარცხვინო ხართ ჯაფარიძე! სამარცხვინო! ვერ ხვდებით რომ ამით რუსეთის და ქართული ოცნების გეგმის განხორციელების ნაწილი ხდებით?! არ იქნება ჯარი,არ გვექნება დამოუკიდებლობა! რუსეთის გეგმის მონაწილე ხართ "გირჩი".

სამარცხვინოებო!

მეც კი წავიდოდი ჯარში, რომ შემეძლოს!" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს და 2017 წელს დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება". აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი  სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

ცნობისთვის, თანაგუნდელებთან უთანხმოების გამო გასულ წლის დეკემბერში  "გირჩი" გაიყო და ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია "მეტი თავისუფლება-გირჩი" დააფუძნა.