"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა?

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ შვილიშვილს ჩვენება ძალით მიაცემინეს.

"წარმოიდგინეთ, რომ ერთი დიდი სპექტაკლია ნიკას ირგვლივ. გაიმართება სასამართლო და გაირკვევა ყველაფერი. არ არსებობს, რომ ნიკამ ვინმეს ხელი დააკაროს. ბავშვთან დაკავშირებით ამ არასამთავრობებს, უფლებადამცველებს რომ ეძახიან თავს, კრიმინალური მიდგომა აქვთ. ბავშვს არ აჩვენებენ. გასაოცარი სიძულვილით მიდგომა აქვთ.

რატომ ვამბობ რომ დამნაშავეები არიან ეს ვითომ უფლებადამცველები. ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც ბავშვი ლაპარაკობს, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ, მცემენ, კოშმარები მესიზმრებაო და ასე შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება" - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.

"რა გიხარია, წააგე-მეთქი... იმ ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი"