"ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ" - რას წერს თინა ხიდაშელი თავის და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ" - რას წერს თინა ხიდაშელი თავის და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს დავით უსუფაშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც თინა ხიდაშელის ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, დღეს იგი  სავადმყოფოდან სახლში გაეწერა.

"დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!) მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო, მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით! დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის!

წყარო