"მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა ჩააბარა" - რას წერს ნინო ჟვანია შვილზე, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი? - კვირის პალიტრა

"მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა ჩააბარა" - რას წერს ნინო ჟვანია შვილზე, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა.

"ჩემმა შვილმა, ბესარიონმა, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%-ში შევიდა. მადლობა პენიტენციურ დეპარტამენტს თანადგომისათვის" - წერს ნინო ჟვანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

"თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, არ გაბედოს არავინ!" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე

წყარო