"ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი" - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი? - კვირის პალიტრა

"ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი" - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი?

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი 27 წლის ექთნის ამბავს ეხმაურება, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და "ფეისბუქზე" შემდეგს წერს:

1. ახლა უპირველესი საზრუნავი ახალციხელი მედიკოსის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

2. გართულება და გვერდითი ეფექტი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას და პრეპარატს. აცრის ყველა პუნქტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული გართულებისთვის.

3. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! ჩემი შვილი უკვე აიცრა, ველოდები ვაქცინის მორიგ პარტიას, რომ ჩემი 70+ ასაკის მშობლები აიცრან.

4. შეიძლება ჩემი მშობლების აცრას გართულება მოჰყვეს? შეიძლება. ოღონდ რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი, თუკი ვირუსი შეხვდათ. ამიტომ მე წავიყვან მათ ასაცრელად.

5. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია არათუ დასაწყებია, დაგვიანებულიცაა.

6. დღეს კიდევ უფრო შემცირდებოდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ამიტომ მთავრობამ

- უნდა მოგვცეს საშუალება ყველა მსურველს, დავრეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე;

- მსურველთა სია დაიხლიჩოს ასაკობრივ და რისკ-ჯგუფებად და ვაქცინის მორიგი პარტიების შემოსვლის პარალულურად აიცრას ყველა მსურველი. (რა თქმა უნდა, ჩემზე ასაკოვანი მოგვიანებითაც რომ დარეგისტრირდეს, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს).

ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს!

წყარო