"აცრას თუ არ გაიკეთებდა დატოვებდა სამსახურს... ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო" - რას ამბობს გარდაცვლილი ექთნის მამა? - კვირის პალიტრა

"აცრას თუ არ გაიკეთებდა დატოვებდა სამსახურს... ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო" - რას ამბობს გარდაცვლილი ექთნის მამა?

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ვეფხია ბაქრაძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მისი შვილი ვაქცინაციაზე უარს იტყოდა, სამსახურს დაატოვებინებდნენ.

"იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა... ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს. აქ არის ის, რომ ვერ აღმოუჩინეს დახმარება. დაიბნენ და ვერ გააკეთეს ვერაფერი.

შეეშინდათ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც სხვა რამე, არ იყვნენ მზად, რომ ეს გაეკეთებინათ. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იხილეთ ასევე: "ცოლი მომიკალით" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე ახალციხეში, კლინიკა "იმედის" თანამშრომელს დაუპირისპირდა