"დექსუსმა" დიდი დიღმის ოაზისის" მე-5 კორპუსი დაასრულა - კვირის პალიტრა

"დექსუსმა" დიდი დიღმის ოაზისის" მე-5 კორპუსი დაასრულა

კომპანია მომდევნო პროექტს  11 მაისს გახსნის

ენეჯმენტ კომპანია "დექსუსმა" მეოთხე სამშენებლო ობიექტი, "დიდი დიღმის ოაზისის" მე-5 კორპუსი გახსნა. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართობი 19 აპრილს ოცმა მომხმარებელმა მიიღო.

პროექტზე მუშაობა "დექსუსმა" მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. "დიდი დიღმის ოაზისში" უკვე დასრულებულია პირველი კორპუსიც. ამჟამად "დექსუსი" სამშენებლო სამუშაოებს კომპლექსის დარჩენილ კორპუსებშიც აწარმოებს. "დიდი დიღმის ოაზისის" მშენებლობა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამაც დაათვალიერა და სამუშაოებს პირადად გაეცნო.

"სახლის მშენებლობის დამთავრებას 6 წელი ველოდებოდით. საბოლოოდ ბინა "დექსუსმა"  დათქმულ ვადაში დაგვისრულა", - ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მობინადრე ირინა ბაზერაშვილი.

"დიდი დიღმის ოაზისის" მე-5 კორპუსის დასრულების კონკრეტული თარიღი "დექსუსის" მენეჯმნეტმა CHAVCHAVADZE CORNER-ის გახსნაზე, 5 აპრილს დაასახელა. კომპანიამ ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო  და 4 პროექტის დასრულების წამმზომი ჩართო. პირველი მათგანი - "დიდი დიღმის ოაზისის" მე-5 კორპუსი უკვე გახსნილია. კომპანიაში ამბობენ, რომ დაპირების თანახმად, მორიგი ობიექტი - ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი "აფხაზეთი" 11 მაისს დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ 28 სექტემბერს ბათუმის "თეთრი მაგნოლია", პირველ ოქტომბერს კი წყნეთის საცხოვრებელი კომპლექსი გაიხსნება.

KvirisPalitra.Ge"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი, "ცენტრ პოინტის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ კომპანიათა ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. "დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად შეჩერებული იყო. კომპანიის მიერ შემუშავდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% უნდა დაკმაყოფილდეს.

"დექსუსის" დირექტორი გიორგი ქანანაშვილი: "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა სტაბილურად გრძელდება და მომხმარებლების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. კიდევ ერთი დასრულებული ობიექტი გავხსენით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელმაც რამდენიმე წლის ლოდინის შემდეგ კუთვნილი ფართობი მიიღო, კიდევ უფრო გაიზარდა. ეს იმ ეფექტური ნაბიჯების შედეგია, რომელიც კომპანიამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში  გადადგა და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "დექსუსი" ყველა დაპირებას ასრულებს".