"არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება" - რას წერს პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი? - კვირის პალიტრა

"არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება" - რას წერს პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი?

პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში ფილერის და ვაქცინაციის შესაძლო კავშირზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !!!!!!!!!

არანაირი კავშირი კონკრეტულად “ფაიზერის” ვაქცინასთან ამ რეაქციას ( როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს ! ყოველ შემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე ...

აშშ - ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების ( ისიც "მოდერნას" ვაქცინაა ნახსენები და არა “ფაიზერის” )

ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც ...

არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ( შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში ..." - წერს ი კოტე მათითაშვილი

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, "ფაიზერით" ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.