ლაპარაკობს ოთხ ენაზე, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - ვინ არის კრისტიან დანიელსონი? - კვირის პალიტრა

ლაპარაკობს ოთხ ენაზე, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - ვინ არის კრისტიან დანიელსონი?

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. როგორც მან განაცხადა, "მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული".

ვინ არის კრისტიან დანიელსონი?

შვედეთში დაბადებული 64 წლის კრისტიან დანიელსონი 1977-1981 წლებში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში ბიზნესადმინისტრირებას სწავლობდა, 1981 წლიდან მან დიპლომატიური კარიერა დაიწყო და 1982 წელს პირველი მისიაც მიიღო. დანიელსონი 1984 წლამდე ანგოლაში მსახურობდა, შემდეგ იყო ეუთოს შვედეთის მისიაში და 1987 წელს შვედი დიპლომატი საელჩოს პირველი მდივანი გახდა.

2008 წელს დანიელსონი დაინიშნა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად ევროპის კავშირში და 2021 წლის 8 მარტს დიპლომატი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენლად დანიშნეს.

დანიელსონი შვედურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ლაპარაკობს. დიპლომატს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. კრისტიან დანიელსონი მეუღლესთან ერთად

კრისტიანი და მისი მეუღლე ვერონიკა ვანდ დანიელსონი უკვე წლებია, დაქორწინებული არიან, წყვილს ვაჟი - კრისტოფერი და გოგონა - ალექსანდრა ჰყავთ.

ვერონიკა ჯერ პარიზში, შემდეგ კი - შვედეთში სწავლობდა. დანიელსონი რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ვერონიკა ახლა შვედეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

კრისტიანისა და ვერონიკას ქალიშვილი - ალექსანდრა დანიელსონი 2013 წელს დაოჯახდა და უკვე ორი შვილის დედაა. როგორც მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ალექსანდრას ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)