"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი" - რას წერს მაკა ჩიჩუა, რომელიც გუშინ 50 წლის გახდა - კვირის პალიტრა

"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი" - რას წერს მაკა ჩიჩუა, რომელიც გუშინ 50 წლის გახდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გუშინ იუბილარი გახლდათ. მას 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ დაბადების დღის მისალოცი გზავნილების ავტორებს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე არღიშნა, რომ "მშვენიერი საჩუქარია ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი".

"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი!!!!დიდი მადლობა მეგობრებო, ამდენი კეთილი სიტყვებისთვის !

სიტყვას დიდი ძალა აქვს !!!! სიტყვას შეუძლია ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით -გაანადგუროს ადამიანი ...

გაუმარჯოს ღირსებას და ბრძოლას ღირსების დასაცავად.

მიყვარხართ ძალიან!!! ძალიან!!!!

ყველა გზავნილს სიხარულით ვკითხულობ და ძალა მემატება !

გაგვიმარჯოს ყველას ერთად" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერზდე მაკა ჩიჩუა.

მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა და მას დაგეგმილზე ადრე მოუწია მოსკოვში დაბრუნება.

პოზნერის თქმით, იგი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.