"ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ერთ რა­ღა­ცას გე­ტყვით.... თუ არ გავ­გიჟ­დე­ბი, არ ვიცი" - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი, რომლის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი აქვს - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ერთ რა­ღა­ცას გე­ტყვით.... თუ არ გავ­გიჟ­დე­ბი, არ ვიცი" - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი, რომლის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი აქვს

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელესახემ და ინფლუენსერმა გუშინ ინსტაგრამის სთორიში ისაუბრა.

ნუკი ამბობდა, რომ თავად გადარჩა, რადგან ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები უკვე დღეს დილას გამოუვლინდა.

"ლეგენდა, რომ შეიძლება კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. მე როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, იქამდე არა.

დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.

ოვის (ნუკის შვილი) ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს. აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი. გუშინ საღამოსკენ ცოტა კარგად ვიყავით და ფილმებს ვუყურეთ. ინდურ ფილმს „თეთრ ვეფხვს“ გირჩევდით, რომ აუცილებლად ნახოთ", - ამბობს ვიდეოში ნუკი.