სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებლის ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ "რუსთავს" 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.