"ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც "ეპოქა დამთავრა დიდი" - კვირის პალიტრა

"ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც "ეპოქა დამთავრა დიდი"

პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში მწერალ გურამ დონაჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება:

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთხოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც "ეპოქა დამთავრა დიდი"..." - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი"