IRI - ის კვლევის თანახმად, ვინ არის საქართველოში საზოგადოებისთვის ყველაზე მოსაწონი პერსონა? - კვირის პალიტრა

IRI - ის კვლევის თანახმად, ვინ არის საქართველოში საზოგადოებისთვის ყველაზე მოსაწონი პერსონა?

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა - ნიკა მელია, 40%-მა - ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა - „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა - დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა - არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა - სალომე ზურაბიშვილი, 29%-ს მოსწონს გიგი უგულავა, 27%-ს - შალვა ნათელაშვილი, 26%-ს - მამუკა ხაზარაძე, 26%-ს - ალეკო ელისაშვილი, 24%-ს ლევან ხაბეიშვილი, 21%-ს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 21%-ს - ირმა ინაშვილი, 20%-ს - ნინო ბურჯანაძე, 17%-ს - ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები IPM -ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"ინტერპრესნიუსი"