"მწერლის ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს შვილის გვერდით დაკრძალავენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი? - კვირის პალიტრა

"მწერლის ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს შვილის გვერდით დაკრძალავენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი?

გურამ დოჩანაშვილს სამშაბათს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

"გურამ დოჩანაშვილს სამშაბათს 6აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. მისი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის მისი შვილის საფლავთან, საბურთალოს სასაფლაოზე დაეკრძალათ. მთავრობის წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. დღეს კი ოჯახმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა" - ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ავრცელებს.