"ელჩი უკრავს დრამზე, წერს მუსიკას და მოგზაურობაში თავისი ინსტრუმენტები დააქვს" - ვინ არის კარლ ჰარცელი და რას საქმიანობდა საქართველოში ჩამოსვლამდე
"ელჩი უკრავს დრამზე, წერს მუსიკას და მოგზაურობაში თავისი ინსტრუმენტები დააქვს" - ვინ არის კარლ ჰარცელი და რას საქმიანობდა საქართველოში ჩამოსვლამდე
2018 წელს საქართველოს შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი ესტუმრა, ჩამოვიდა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობითი ელჩიც გახდა. უკვე ორ წელზე მეტია, ის აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე, ხშირად ხვდება ხალხს და საინტერესო სიახლეებით გვანებივრებს.
წარმატებული კარიერის მიღმა, კარლს პატარა ოჯახი ჰყავს, რომლის შესახებაც ქართველმა საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. დიპლომატის საინტერესო კარიერა 1992 წლიდან იწყება.

კარლ ჰარცელი 1967 წლის 4 მაისს დაიბადა შვედეთში. მან დაამთავრა ეკონომიკის სკოლა და დიპლომატი ამ განხრით მაგისტრის ხარისხსაც ფლობს. ჰარცერი 1992
წელს სტოკჰოლმის ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარი გახდა, 1996 წელს მუშაობა დაიწყო შვედეთის თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოებისა და შვედეთის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში.

1999-2005 წლებში შვედი დიპლომატი იყო ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის ჰავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი. მას შემდეგ რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე იმუშავა და 2014 წლიდან 2018
წლამდე კარლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის - დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი გახდა, 2018 წელს კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობითი ელჩის თანამდებობა დაიმსახურა.

კარიერის მიღმა კარლს პატარა ოჯახი ჰყავს - მეუღლე და ორი ქალიშვილი. მისი მეუღლე მეტე ჰარცელი მეუღლის მსგავსად, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა. ასევე, მეტემ შვედეთში მუსიკალური სკოლა დაამთავრა. წყვილის საერთო ინტერესებიდან ერთ-ერთი სწორედ მუსიკაა.

კარლი შესანიშნავად უკრავს დრამზე, წერს მუსიკას და ყველა მოგზაურობაში თან თავისი ინსტრუმენტები დააქვს. ელჩი ვინილის ფირფიტების დიდი მოყვარულია.

მეტე ჰარცელს მუსიკის გარდა ცხენზე ჯირითი იტაცებს და ეს მის სოციალურ ქსელში მარტივი შესამჩნევია. კარლსა და მეტეს ორი ქალიშვილი ჰყავთ, გოგონები უკვე რამდენიმე წელია, მშობლებთან აღარ ცხოვრობენ.

ლინეტ ჰარცელი დუბლინში ცხოვრობს, დუბლინის ტრინიტის სახელობის კოლეჯში სწავლობს, ხოლო ელინა სტოკჰოლმში ცხოვრობს და მუშაობს. ერთ-ერთ ინტერვიუში კარლმა აღნიშნა, რომ გოგონებს ოჯახთან აქტიური კონტაქტი აქვთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო:

რუბრიკის სხვა სიახლეები