"მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ" - ამირან გამყრელიძის მიმართვა - კვირის პალიტრა

"მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ" - ამირან გამყრელიძის მიმართვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა.

როგორც მან "ფეისბუქ" მიმართვაში განაცხადა, არსებული ვითარება 2020 წლის სექტემბერ-ოქტობრის სიტუაციას აგონებს.

"ჩვენ ვართ სწორედ მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა დაახლოებით, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელითაც ინტენსიურ მეორე ტალღაში შევედით. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა პირველი და მეორე ტალღის, ძალიან არ გვინდა არავის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის - პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"