ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს. ხოშტარია „ნიუ - ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ხოშტარიას შესაბამისი კვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.