„ფეისბუქმა“ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა - კვირის პალიტრა

„ფეისბუქმა“ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა

"ფეისბუქის" ადმინისტრაციამ "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 "ინსტაგრამ" ანგარიში წაშალა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებვერდზეა განთავსებული.

"საქართველოდან წავშალეთ 23 "ფეისბუქ" ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 "ინსტაგრამის ანგარიში", რომელთა სამიზნესაც ამ ქვეყნის შიდა აუდიტორია წარმოადგენდა. ჩვენს მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქსელსა და პოლიტიკურ პარტია "ქართულ მარშსა" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებულ პირებს შორის კავშირი აღმოაჩინა,"- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"