გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა - კვირის პალიტრა

გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ვოლსკიმ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ინგოროყვას კლინიკაში გაიკეთა.

ვოლსკი საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"კარგად ვგრძნობ თავს. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაცია არის ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი და გზა. ასევე, ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ აღიარებული" , განაცხადა გია ვოლსკიმ.