რა შემთხვევაში ხდება დასჯადი სახლების გაქირავება? - დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში ხდება დასჯადი სახლების გაქირავება? - დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს.როგორც ფერაძემ რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შეეხება მასშტაბურ ღონისძიებაზე გაქირავებულ ფართებს, სადაც ასეულობით ადამიანის შეკრება ხდება.

"სოციალურ ღონისძიებად გვაქვს დადგენილი - ქელეხი, ქორწილი, იუბილე ან ნებისმიერი ტიპის მსგავსი მასობრივი თავშეყრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული, ტრადიციული დღეების აღნიშვნას უკავშირდება. ბევრი განცხადება შემოვიდა ინდივიდუალური პირებისგან - რომ ბინას აქირავებენ და იკრძალება თუ არა მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, არ იკრძალება. ცხადია, რომ 10 ადამიანამდე ისევ ნებადართული რჩება მსგავსი ტიპის სოციალური ღონისძიების ორგანიზებაც. მაგრამ აქ საუბარია, მასშტაბზე, თუ ვსაუბრობთ, რომ ხდება ასეულობით ადამიანის თავყრილობა, ეს რა თქმა უნდა, დასჯადია,"-განაცხადა ფერაძემ. გააგრძელეთ კითხვა