"რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს...დიმპიტაური-დამპიტაურით" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში მომხდარ ტრაგედიას
"რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს...დიმპიტაური-დამპიტაურით" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში მომხდარ ტრაგედიას
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში დატრიალებულ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ "პრაგმატულ პატრიოტებს" და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით" - წერს ფანჯიკიძე.

ინფორმაციისთვის, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპული კიდევ ერთი
ადამიანის ცხედარი იპოვეს.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მეოთხე ადამიანის ცხედარი სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს 4 მოქალაქე მდინარე ენგურის
გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა და  მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაიღუპნენ.

მერაბი
08 აპრილი 2021 07:01
დაინგრევა რუსეთი ხიშტზე აშენებული
გიორგი
07 აპრილი 2021 22:06
მორალი საკუთარი ოჯახის უფროსი წევრებისთვის, რომ წაგეკითხა თავის დროზე, იქნებ ამ დღეშიც არ ვიქნებოდით!!!
მართლა მეცოდებით, გულრწფელად!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები