"რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს...დიმპიტაური-დამპიტაურით" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში მომხდარ ტრაგედიას - კვირის პალიტრა

"რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს...დიმპიტაური-დამპიტაურით" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში მომხდარ ტრაგედიას

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მდინარე ენგურში დატრიალებულ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ "პრაგმატულ პატრიოტებს" და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით" - წერს ფანჯიკიძე.

ინფორმაციისთვის, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მეოთხე ადამიანის ცხედარი სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს 4 მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა და  მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაიღუპნენ.