ენგურთან მომხდარმა ტრაგედიამ დღეს მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.დღეს ცნობილი გახდა, რომ ენგურში გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მაყვალა გამისონიას და ჯონი გვილიას არასრულწლოვანი შვილები დარჩათ."მაყვალა გამისონია და მისი მეუღლე, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, სოფელ წარცესი ცხოვრობდნენ. 3 შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს, დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლეა. დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანები ეყიდათ იხილეთ სრულად