"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ..." - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი? - კვირის პალიტრა

"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ..." - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი?

ენგურთან მომხდარმა ტრაგედიამ დღეს მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ენგურში გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მაყვალა გამისონიას და ჯონი გვილიას არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.

"მაყვალა გამისონია და მისი მეუღლე, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, სოფელ წარცესი ცხოვრობდნენ. 3 შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს, დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლეა. დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანები ეყიდათ იხილეთ სრულად