"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან" - რა წერილს აგზავნის ნიკა მელია?
"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან" - რა წერილს აგზავნის ნიკა მელია?
ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები, ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მას გაათავისუფლებენ, 15 მაისამდე საქართველოს შემოივლის და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოიყენებს.

"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები და
ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე 15 მაისამდე მთელ თბილის და საქართველოს შემოვივლი თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ. მეორე, საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. მსოფლიოში ვერავის ვერ არწმუნებენ, რომ მათ პოლიტიკური პატიმარი არ ჰყავთ",
- წერს ნიკა მელია წერილში.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები