"ბავშვებზე უარესები მშობლები არიან" - რა ხდება მშობლებისა და მასწავლებლების საერთო ჩათში და რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები - კვირის პალიტრა

"ბავშვებზე უარესები მშობლები არიან" - რა ხდება მშობლებისა და მასწავლებლების საერთო ჩათში და რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები

სკოლის მოსწავლეებისა თუ საბავშვო ბაგა-ბაღის მშობლებს ხშირად აქვთ სოციალურ ქსელში საერთო ჩათი, სადაც გარკვეულ საკითხებს განიხილავენ. დღეს ელექტრონული კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ბევრი მშობელი სკოლაში მისვლის გარეშე ამ ფორმით აყენებს პრობლემურ საკითხს და ერთმანეთს აზრს უცვლიან. თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე მასწავლებელი:

მე-7 კლასის დამრიგებელი, ირინა: "სასწავლო წლის დასაწყისში ჩათში ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე მშობლებს, დეტალურად განვუმარტე ყველაფერი, შეფასების სისტემიდან დაწყებული, ოფიციალური დასვენების დღეებით დამთავრებული, მაგრამ, მაინც სვამენ უამრავ შეკითხვას. ბავშვებზე უარესები არიან. პატარებისთვის ბევრი შეკითხვის დასმა და ის, რომ შესაძლოა რაღაცები

დაავიწყდეთ, ბუნებრივი მაინცაა. ამიტომ, მინდა მშობლებს ვურჩიო, იმისათვის, რომ არ დახარჯოთ ზედმეტი ძალისხმევა, არც მასწავლებელს წაართვათ დრო და არც საკუთარი თავი დაღალოთ, აუცილებლად შეინახეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც მასწავლებელი გიზიარებთ."

გაუფრთხილდით დროს

"ჩვენი წესების შესაბამისად, მშობლებს ჩათში საღამოს 9 საათამდე შეუძლიათ გვკითხონ დავალებები თუ სხვა საკითხები, რომლებიც აინტერესებთ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მსგავს შეკითხვებს ღამის 12 საათზე გვისვამენ. მართლა მინდა ხოლმე ვკითხო მათ, ღამის 12 საათზე აწყებინებენ შვილებს მეცადინეობას? დროის განსაზღვრა ძალიან უჭირთ, შვილებს კი ამის გამო სულ შენიშვნას აძლევენ. ნეტავ, ვის ჰგვანან ბავშვები? ამიტომ, ყველას მინ

და ვუთხრა, რომ როგორმე გამოიმუშაონ გარკვეული გრაფიკი და მაქსიმალური ვადა, რა დროსაც დავალებებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს დასვამენ და ეს საღამოს 8 საათიდან 9 საათამდე ინტერვალში მაინც მოახერხონ."

დაუსრულებელი კამათი

ნინო, მე-5 კლასის დამრიგებელი:

"მშობლები ხშირად იწყებენ ისეთ დისკუსიას, რომელიც შესაძლოა ერთი დღე კი არა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს და თან ისე, რომ საკამათო საკითხები აღარ ილევა. ერთი თემიდან მეორეზე გადადიან და როცა მგონია, რომ გადაჭრეს საკითხი, უცებ გამოჩნდება მშობელი, რომელიც რამდენიმე დღე თვალს ჩუმად ადევნებდა მიმოწერას და თავიდან იწყებს. ამიტომ, მინდა მშობლებს ვურჩიო, რომ მოკლედ გამოხატონ თავიანთი აზრი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საერთო ჩათი არ არის თქვენი დაუსრულებელი ფიქრების გამოსახატავად შექმნილი სივრცე."

პირადი ურთიერთობების განხილვა გააგრძელეთ კითხვა