"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - ვინ არის გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა
"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში" - ვინ არის გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან მდგო­მი გო­გო­ნა. ფო­ტო­ზე კი ასეთ წარ­წე­რას ვკი­თხუ­ლობთ: "გო­გო­ნა ბო­ლომ­დე იდგა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან, ძვირ­ფას დროს ელო­დე­ბო­და - ხალ­ხი რო­დის წა­ვი­დო­და, ხელ­ში კი, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე ეჭი­რა, რო­მე­ლიც ათას ყვა­ვილ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო იყო."

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია გვან­ცა მხე­ი­ძე, რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა, ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­ვი­და გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად. ამის შე­სა­ხებ გვან­ცა "ფე­ის­ბუქ­ში" თა­ვად წერს.

"დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დი­ლით ქუ­თა­ი­სი­დან
ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად. თან ჩა­მო­ვი­ტა­ნე და სა­საფ­ლა­ო­ზე მი­ვი­ტა­ნე კაქ­ტუ­სი ქოთ­ნით.

"და უცებ სულ­ში გა­მე­ფურ­ჩქნა უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რე, სიყ­ვა­რუ­ლის კაქ­ტუ­სი - ეკ­ლი­ა­ნი და ეკ­ლე­ბი­ა­ნი, ოღონდ სა­ოც­რად ტკბი­ლი იყო მისი ყო­ვე­ლი ჩხვლე­ტა, და აი, ახ­ლაც, რომ გი­ყუ­რებთ, ახ­ლაც მჩხვლეტს და რომ იცო­დეთ, რო­გორ მიყ­ვარ­ხართ..."

და
ორმა უსაყ­ვარ­ლეს­მა ადა­მი­ან­მა - თეკ­ლემ და Demetre Samkharadze-მ და­ი­ნა­ხა, შე­ამ­ჩნია ქოთ­ნით კაქ­ტუ­სი, მო­ვიდ­ნენ და გა­მეც­ნენ, ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს, "შო­ო­ო­რე­უ­ლი" დიღ­მის მა­სი­ვე­ბის­კენ გაგ­ნე­ბა­ში და­მეხ­მარ­ნენ...

მოკ­ლედ, უსაყ­ვარ­ლე­სი ნაც­ნო­ბე­ბი შე­ვი­ძი­ნე სა­ერ­თო საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის და ერთი ქო­თა­ნი კაქ­ტუ­სის, სიყ­ვა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რის მეშ­ვე­ო­ბით" - წერს გვან­ცა მხე­ი­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 3 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1962 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968 წელს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მი­ი­ღეს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი 1961 წელს და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ "ცის­კარ­ში". მწე­რა­ლი არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია - "სა­ბას" ლა­უ­რე­ა­ტი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის".

მწე­რა­ლი 6 აპ­რილს, სა­კუ­თა­რი ან­დერ­ძის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, შვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები