"ცრუ ჩვე­ნე­ბა, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია"
"ცრუ ჩვე­ნე­ბა, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია"
ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს­თვის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ის, რომ გუნ­დმა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბას მარ­თავ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ექ­სპერ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა დად­გინ­დეს, იყო თუ არა მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ე­ქი­მო შეც­დო­მა.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ის, რომ გუნ­დმა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კო­ლე­გა ექთ­ნის მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტოს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რაც არ ასა­ხავ­და იმ სუ­რათს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში
იყო. ცრუ ჩვე­ნე­ბა, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ვის მხრივ, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი და ამის მი­ხედ­ვით, ექ­სპერ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვით, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი ვიმ­სჯე­ლოთ სა­ე­ქი­მო შეც­დო­მა მოხ­და თუ არა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე, გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და
გა­ბუ­ნი­ამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები