ჟერარ დეპარდიე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში მიიღებს მონაწილეობას
ჟერარ დეპარდიე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში მიიღებს მონაწილეობას
რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი მუ­შა­ობს ფილმზე - "ტერ­ცო მონ­დო", რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად უდევს აკა მორ­ჩი­ლა­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ფილ­მის დიდი ნა­წი­ლი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია და დარ­ჩე­ნი­ლია ის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­და­ი­ღონ.

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ ლე­ვან წუ­ლა­ძე, დუტა სხირტლა­ძე და ქეთა შა­თი­რიშ­ვი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ფილმში რო­ლე­ბი ექ­ნე­ბათ მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებს ჟერ­არ დე­პარ­დი­ე­სა და როზი დე პალ­მას, ამის შე­სა­ხებ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი, ხა­თუ­ნა
ხუნ­და­ძე კი­ნო­ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში სა­უბ­რობს.

მი­სი­ვე თქმით, ფილ­მი სამი მე­გობ­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

"ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს სამი მე­გობ­რის შე­სა­ხებ, ეს არის ამ­ბა­ვი მათი სიყ­ვა­რუ­ლის, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ნა­წი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ა­დაგ­ზე.

არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი ფილ­მი იმი­ტომ, რომ გა­და­ღე­ბე­ბი
გვაქვს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­შიც კი. გა­სა­გე­ბია, რომ ეს იწ­ვევს გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ღე­ბა სხვა ფი­ნან­სებს მო­ი­თხოვს, ამ პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლაც კი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია... მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ კი­ნო­ცენ­ტრმა შეძ­ლო და რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი თან­ხა კი­დევ მე­ო­რე­ჯერ დაგ­ვე­მა­ტა და შევ­ძე­ლით, რომ კი­დევ რა­ღაც ნა­წი­ლი წა­ვა­მა­ტოთ ფილ­მს და ფაქ­ტობ­რი­ვად, გვრჩე­ბა გა­და­სა­ღე­ბი მხო­ლოდ უცხო­ე­თის ნა­წი­ლი და მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამა­საც შევ­ძლებთ.

თან­ხმო­ბა გვაქვს უკვე მსოფ­ლი­ოს ორი ვარ­სკვლა­ვის­გან, ესე­ნი გახ­ლავთ ჟერ­არ დე­პარ­დიე და როზი დე პალ­მა, ანუ სა­ზღვარ­გა­რე­თის გა­და­ღე­ბე­ბი უნდა მოხ­დეს მათ­თან ერ­თად. ეს ბუ­ნებ­რი­ვია ფილ­მის მას­შტაბს ზრდის რო­გორც ფი­ნან­სურს, ისე ში­ნა­არ­სობ­რივს. ორი­ვეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სკა­ი­პით და ჩა­ტით ესა­უბ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თულ ღვი­ნო­ზე, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე" - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე.

იხილეთ ვიდეო:

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები