საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან
საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა "ასტრაზენეკას" ვაქცინით გაგრძელდება 55 წელის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. მისივე თქმით, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ამ ეტაპისთვის "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემთხვევაში აღარ მოხდება.

"დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვილებიდან, რომელიც
მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა "ასტრაზენეკათი" გაგრძელდება 55 წელის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლაც მიმდინარეობს, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ამ ეტაპისთვის "ასტრაზენეკათი" აღარ მოხდება,"- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთანავე, გაბუნიას თქმით, ვინც "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია
უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნესმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.

"რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ "ასტრაზენეკათი", ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს, ამდენად, ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას მოუწევს 8 -დან 12 -კვირიანი ინტერვალით,"- განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, სადაც დადასტურა, რომ "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული სარგებელი, აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

"თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და "ასტრაზენეკას" შორის, უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდლამდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით ოთხი ერთ მილიონ მოსახლეობაზე. ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტოლება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში "ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგალითად დანიაში, ნიდერანდებში, ნორვეგიაში "ასტრაზენეკას" გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო

RM
09 აპრილი 2021 08:32
Germaniashi 65 wels zemotaa

65 wels qvemot vinc moaswro astrasenekas pirveli acra, meores sxvas gauketeben, igive akrzalulia.
ფ. ტ.
08 აპრილი 2021 19:26
ვერ გამიგია, თუ ტრომბებს იწვევს, 55 წლის ზემოთ რატომ ცრით!? უფრო ახალგაზრდებს არ უნდა გაუკეთოთ!?
z
08 აპრილი 2021 16:55
დანიაში ჯერ არაა დაშვებული, კიდევ ელოდებიან ცდების პასუხს

რუბრიკის სხვა სიახლეები