მეგი ბაქ­რა­ძის დედა ვა­რა­უ­დობს, რომ ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა კლი­ნი­კამ და­ა­ვა­ლა - რას ამბობს ირმა ბაქრაძე
მეგი ბაქ­რა­ძის დედა ვა­რა­უ­დობს, რომ ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა კლი­ნი­კამ და­ა­ვა­ლა - რას ამბობს ირმა ბაქრაძე
"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

მეგი ბაქ­რა­ძის დედა ირმა ბაქ­რა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა კლი­ნი­კამ და­ა­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ მან "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის დედა ამ­ბობს, მის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ რამ­დენ წელს მი­უს­ჯი­ან ბრალ­დე­ბუ­ლებს, რად­გან "ამით მე­გის არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა".

"წყა­ლი სა­ერ­თოდ სა­თა­ვი­დან იმღვრე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ო­ლა ექიმს და­ა­ვა­ლეს და უთხრეს, რომ ასე უნდა გა­ა­კე­თოო. მა­შინ თუ
იქ იყო, მერე რო­გორ შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა და თქვა, არ ვი­ყა­ვიო. ამით გა­და­არ­ჩე­ნენ კლი­ნი­კას ალ­ბათ.

სი­მარ­თლე დად­გინ­დეს და არა ის, რომ ვი­ღა­ცას მი­ა­კე­რონ ბრალ­დე­ბა და იმით სხვა და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ. პრინ­ციპ­ში, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ორი­დან ექვს წლამ­დე მის­ცე­მენ, რამ­დენ წელს მის­ცე­მენ, ჩემი შვი­ლის­თვის ეგ არ იქ­ნე­ბა შვე­ლა" -
აცხა­დებს მეგი ბაქ­რა­ძის დედა ირმა ბაქ­რა­ძე.
ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თვის ბრა­ლი კლი­ნი­კა "იმე­დის" ორ ექიმს და ერთ ექთანს წა­უ­ყე­ნა. ახალ­ცი­ხე­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე 19 მარტს, თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მას კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა "იმედ­ში" 18 მარტს ჩა­უ­ტარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ახალ­ცი­ხის, ისე თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში.

უკვე ორი კვი­რაა გა­მო­ძე­ბა ელო­დე­ბა საქ­მის მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დაკ­ვნას, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, რა გახ­და 27 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები