"3 000 ლარი გირაო სასაცილოა...მეგის ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი.იმ­ხე­ლა იყო გამ­ხდა­რი, თვა­ლი თა­ვის ად­გილ­ზე არ ჰქონ­და..." - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"3 000 ლარი გირაო სასაცილოა...მეგის ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი.იმ­ხე­ლა იყო გამ­ხდა­რი, თვა­ლი თა­ვის ად­გილ­ზე არ ჰქონ­და..." - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის მეგი ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­ზე, სა­სა­ცი­ლოა.

"სა­სა­ცი­ლოა 3 ათა­სი ლარი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა ვი­ო­ლე­ტამ ამ­ხე­ლა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც სა­მარ­ცხვი­ნოა. თა­ვი­დან ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გვი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თეთ მე­გის, რაც სა­ჭი­რო იყო­ვო, დღეს შეც­ვა­ლეს ჩვე­ნე­ბა.

დღეს გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვის დრო­ზე რომ სწო­რად ემოქ­მე­დათ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნა მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა ის დღე, რო­დე­საც ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კი­
დან და­უ­რე­კეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მისი მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ იყო.


"რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ ავე­დი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი (რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი) იყო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იყო უკვე. ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. სახე ჰქონ­და გა­სი­ე­ბუ­ლი, იმ­ხე­ლა იყო გამ­ხდა­რი, თვა­ლი თა­ვის ად­გილ­ზე არ ჰქონ­და... მტერს არ ვუ­სურ­ვებ მა­სეთ რა­მეს" - აღ­ნიშ­ნა "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას მედ­დის მე­უღ­ლემ.

მეგი ბაქ­რა­ძის
საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ექი­მებ­სა და ექთანს - ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­სა და თეა გზი­რიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-3000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 5000-5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რეც, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძი­სა და თეა გზი­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ 3 000-3000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა კი, მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ 2 ექიმ­სა და ერთ ექთანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­მო­სა­კი­თხი პი­რის მიერ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები