"კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი... ცოტა ჯიუტი... წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად" - რას წერდა საბჭოთა გამომძიებელი მერაბ კოსტავაზე - კვირის პალიტრა

"კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი... ცოტა ჯიუტი... წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად" - რას წერდა საბჭოთა გამომძიებელი მერაბ კოსტავაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე "ფეისბუქგვერდზე" საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას საქმის გამომძიებლის მიერ დაწერილ დახასიათებას აქვეყნებს.

"მერაბ კოსტავას საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება:

"კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს", - წერს კახიძე.