"მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბი მაქვს და მო­მიყ­ვა­ნეს" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი - კვირის პალიტრა

"მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბი მაქვს და მო­მიყ­ვა­ნეს" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

ცნობილი ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, კორონავირუსითაა ინფიცირებული. ნუკი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ინსტაგრამზე" გამომწერებს ხშირად უზიარებს ინფორმაციას.

ამჯერად მან ვიდეო სთორები კლინიკიდან გამოაქვეყნა და აღიშნა, რომ კლინიკაში "თრომბის" საფრთხის გამო მოუხდა წასვლა.

"მოკლედ, დაგვირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, რომ შეიძლება თრომბი მაქვს და მომიყვანეს, რომ გამსინჯონ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ძალიან მარტივად გადამქონდა ეს საზიზღარი დაავადება, მივედი გასასინჯად და გამომიცხადეს, რომ რაღაცები მაქვს აწეული, რაღაც მონაცემები და მოკლედ ვარ ახლა საავადმყოფოში.

ძაან ცუდი რაღაც ყოფილა ეს კოვიდი, არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ ძაან კარგად და უსიმპტომოდ მივდივარ და უბრალოდ, ყნოსვა და გემო დავკარგე", - ამბობს ნუკი.

შესაბამისი ანალიზების ჩატარებისა და მკურნალობის მიღების შემდეგ, უკვე სახლში დაბრუნებულმა კოშკელიშვილმა განახლებული ინფორმაციაც გააცნო გულშემატკივრებს.

"აღმომაჩნდა მაღალი D-დიმერი, ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფო რეჟიმში, ერთი 50-მა ექიმმა დამირეკა - ვნახეთ თქვენი ანალიზები და სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ კლინიკაშიო. ახლა კარგად ვარ, გადასარევად ვარ, აუცილებლად გაუფრთხილდით ერთმანეთს, აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენ თავს", - ამბობს ნუკი.