"ბებო, ფო­თოლცვე­ნა მე­სიზ­მრა, და მე ამ ფოთ­ლე­ბის წვი­მა­ში დავ­დი­ო­დი, ეს რა­ღას ნიშ­ნავ­სო?" - ვინ იყვნენ 9 აპრილის პატარა გმირები - კვირის პალიტრა

"ბებო, ფო­თოლცვე­ნა მე­სიზ­მრა, და მე ამ ფოთ­ლე­ბის წვი­მა­ში დავ­დი­ო­დი, ეს რა­ღას ნიშ­ნავ­სო?" - ვინ იყვნენ 9 აპრილის პატარა გმირები

ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - ვინ იყვნენ 9 აპრილის პატარა გმირები

9 აპრილის ტრაგედია ერთ-ერთი ისეთი თარიღია საქართველოს ისტორიიდან, რომელიც არასდროს არ უნდა დაავიწყდეს ქართველ ხალხს, არცერთ თაობას. იმ დღემ ბევრი ტკივილი, ბევრი საფიქრალი და დიდი გმირობის მაგალითი დაუტოვა შთამომავლობას.

ამ გმირების სახელები და გვარები ბევრს დღემდე ახსოვს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე...

დაღუპულთა შორის იყო სამი პატარა გოგონა და ერთი ფეხმძიმე. ამ ერთი შეხედვით სუსტმა და დაუცველმა ადამიანებმა არაჩვეულებრივი თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მისცეს თანამედროვეებს...

ეკა ბეჟანიშვილი

16 წლისა, კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლე.

"წინა დღეებში მითხრა: - ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა, და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რაღას ნიშნავსო?

- არ ვიცი-მეთქი, - ვეუბნებოდი... ვაითუ, ესეც სიკვდილს ნიშნავდა…", - ბებია - ქ. ბეჟანიშვილი.

ნათია ბაშალეიშვილი

16 წლისა. 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე. სკოლაში მასწავლებელს თემა მიუცია დასაწერად სათაურით:

"ვის მივულოცავდი სახელსა და დიდებას?" გააგრძელეთ კითხვა