"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა - კვირის პალიტრა

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც ეგრეთ წოდებული საგუშაგო კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულია. სამაშველო სამსახურები კომპანია "ენკას" თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.