"ალ­ბათ კო­ვი­დი რომ არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას..." - კვირის პალიტრა

"ალ­ბათ კო­ვი­დი რომ არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას..."

ცნობილი ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, კორონავირუსითაა ინფიცირებული. ნუკი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ინსტაგრამზე" გამომწერებს ხშირად უზიარებს ინფორმაციას.

ამჯერად ნუკი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"დღეს მე-11 დღეა და უკვე კარგად ვართ. იცით, არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა ასე ამ ვირუსთან თანაცხოვრება ეს დღეები თუ მართლა საზიზღარი ვირუსია, ვერ გეტყვით. არ მინდა "გავაპისტიაკო", მაგრამ დედას გეფიცებით ჩვეულებრივი გრიპის დროს ბევრად უარესად ვყოფილვარ, ეს რომ ვიცოდი რომ კოვიდი და ვაიმე, ვუიმე, ამიტომ ვიყავი პანიკაში და დავიწყე ზედმეტი გადამოწმებები და გვანერვიულეს მეც და ბენიც, ხან რა გვეირდა და ხან რა.. მაგრამ საბოლოო ჯამში არც არაფერი...

ალბათ კოვიდი რომ არა არც მივაქცევდით ყურადღებას. ვირუსი მოიტანა სახლში ბენმა სამსახურიდან, იკაცა და არ აიცრა, ერთი წელი გავქაჩე რაღა ახლა დამემართებაო და აჰა! დაეწყო გულის რევა და გვეგონა მოწამლული (ღვინოს ვწრუპავდით და დავაბრალეთ) მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევზე გაიღვიძა, ცოტა კი გაგვიკვირდა ასე ორ ჭიქაში რატომ კვდება ასე თქო, მაგრამ იქნებ ცუდი ღვინო იყო. სამსახურში სულ უტარებენ ტესტირებას და დილასვე დამირეკა დავიღუპეთო..

ძალიან სასაცილო პანიკაში ჩავარდა. პირველი ორი დღე ჩაკეტილი მყავდა საძინებელში და მე არ მიდასტურდებოდა, მერე ბავშვს დაეწყო სიცხე და ხელი ჩავიქნიე, ბავშვს ვეღარ ჩავკეტავდი ვერსას. მე-3 დღეს მეც დამიდასტურდა. პირველი დღეები ყველას მაღალი სიცხე გვქონდა, ბავშვს განსაკუთრებით, თუმცა მესამე დღეს ჩვეულებრივად ვითომც არაფერი წამოხტა და გააგრძელა ცელქობა.

მე და ბენს უფრო გაგვეწელა, ხველება, სიცხე, საოცარი დაღლილობის შეგრძნება და სრულად დაკარგული ყნოსვა და გემო არის ჩემი შედეგი. ახლა მგონი პირველი დღეა, რაც აზრზე მოვედით და მოვყოჩაღდით. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო (ბენის, თორე ჩემი ნება რომ იყოს..) სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ, ვინმესთვის რომ არ გადაგვედო.

დედას გეფიცებით, გაფრენის პირას ვარ, სუფთა ჰაერი ისე მომენატრა... ძალიან გრძელი პოსტი გამოვიდა, რომ დავიწყო ახლა, იმ საავადმყოფოს თავგადასავლების მოყოლა. ამიტომ დროს არ წაგართმევთ, ახლა კარგად ვართ და ეს არის მთავარი. გაუფრთხილდით თავს აუცილებლად, ძალიან ვამაყობდი რომ წელიწადზე მეტია ეს ვირუსი არსებობს და მე არ შემხვდა თქო. იმედი მაქვს თქვენ ბოლომდე იამაყებთ. ვინ როგორ გადაიტანეთ? იძახიან ყველას სხვა და სხვა სიმფტომები აქვსო.. ჯანმრთელობას გისურვებთპ.ს ეჭვიც ხომ არ გეპარებათ რეკლამას რომ ჩავაკვეტებდი. ორშაბათიდან ბრუნდება წითელი, ნიუდი და კიდევ ახალი ფერები არ გამოტოვოთ" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.